ბელერინი ლა ლიგაში ითამაშებს

0
1

ექტორ ბელერინი კარიერას ლა ლიგის ბინადარ „ბეტისში“ განაგრძობს.

ლონდონის „არსენალმა“ ესპანელი მარჯვენა ფლანგელი სევილიურ კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა.

გასულ სეზონში, 26 წლის ბელერინმა „არსენალის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 35 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.

ლონდონელებმა ბელერინის სანაცვლოდ „ბოლონიადან“ 22 წლის იაპონელი მარჯვენა მცველი ტაკეხირო ტომიასუ შეიძინეს, რომელთან კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმეს.

ინგლისურმა კლუბმა აზიელი ფეხბურთელი სანაცვლოდ „არსენალს“ 16 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადა.