„ბარსელონამ“ ლუკ დე იონგი ინათხოვრა

0
6

„ბარსელონა“ ნიდერლანდელი თავდამსხმელი ლუკ დე იონგი „სევილიადან“ ერთწლიანი იჯარით აიყვანა, რის შესახებ ესპანური გრანდის პრესსამსახური იუწყება.

„ბარსელონას“ უფლება აქვს სეზონის დასრულების შემდეგ 31 წლის ფეხბურთელი ანდალუსიური კლუბიდან გამოისყიდოს.

გასულ სეზონში, ლუკ დე იონგმა „სევილიას“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 48 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.