„ბარსელონამ“ ემერსონი „ტოტენჰემს“ მიჰყიდა

0
16

„ბარსელონამ“ ბრაზილიელი მცველი ემერსონი ლონდონის „ტოტენჰემში“ გაყიდა.

22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ესპანურმა გრანდმა 25 მილიონი ევრო მიიღო. ემერსონმა „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა და ახალ გუნდში 12-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

„ბარსამ“ სამხრეთ ამერიკელი უკანახაზელი 2018 წელს ბრაზილიის „ატლეტიკო მინეიროდან“ იყიდა და „ბეტისში“ გაანათხოვრა.

ემერსონმა სევილიელთა შემადგენლობაში ყველა ტურნირში 79-ჯერ ითამაშა და 5 გოლი გაიტანა.

მან მიმდინარე სეზონში „ბარსელონას“ რიგებში 3 მატჩი ჩაატარა.