ანტუან გრიზმანი „ატლეტიკოში“ დაბრუნდა

0
6

ანტუან გრიზმანი ისევ მადრიდის „ატლეტიკოსთვის“ შეუტევს.

მადრიდელებმა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფორვარდი „ბარსელონადან“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე ინათხოვრეს. ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ, მხარეები სურვილის შემთხვევაში კიდევ ერთი წელი ითანამშრომლებენ.

„ატლეტიკო“ გრიზმანის ხელფასს სრულად აანაზღაურებს და სეზონის დასრულების შემდეგ, მის გამოსყიდვას 40 მილიონ ევროდ შეძლებს.

„ბარსელონამ“ 2019 წელს გრიზმანი „ატლეტიკოდან“ 120 მილიონ ევროდ იყიდა და 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

განვლილ პერიოდში 30 წლის ფრანგმა კატალონიელთა მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 102 მატჩში 35 გოლი გაიტანა.