ვაკო გვილია კარიერას ისევ პოლონეთში გააგრძელებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი „რაკუვში“ ითამაშებს.
მისი დამატება ზაფხულში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ „ანორთოსისს“ სურდა, მაგრამ საბოლოოდ 27 წლის ნახევარმცველმა პოლონეთში დარჩენა გადაწყვიტა.
გვილია 2019 წლიდან პოლონეთის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულიან კლუბ ვარშავის „ლეგიაში“ თამაშობდა.
თავის პირველ სეზონში მან ყველა ტურნირზე საერთო ჯამში ჩატარებულ 47 მატჩში 11 გოლი გაიტანა, ასევე 9 საგოლე პასი გააკეთა და პოლონეთის ჩემპიონის ტიტული მოიგო.
განვლილ სეზონში მან ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიგო – 24-ჯერ ითამაშა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
მას კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში ამოეწურა და “ლეგიამ” ქართველის შენარჩუნება არ მოისურვა.
