მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

0
12

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მეტოქეები მსოფლიო 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ცნობილია.
დღეს, გამართული კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ ილია ზუროსის შეგირდები G ჯგუფში ესპანეთთან, უკრაინასთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად ითამაშებენ.
ფორმატის თანახმად, ჯგუფებში თამაშები გაიმართება ორ წრედ (შინ და სტუმრად), რის შემდეგაც, თითოეულიდან 3 საუკეთესო (ჯამში 24 ნაკრები) მეორე ეტაპზე გააღწევს. მეორე ჯგუფურ ეტაპზე გუნდები რა პრინციპით დაწყვილდებიან, ეს ფიბა-ს ოფიციალურად არ გამოუქვეყნებია, თუმცა ფორმატი, დიდი ალბათობით, წინანდელი იქნება: ჯგუფის სამეული + ჯგუფის სამეული, C ჯგუფის სამეული + ჯგუფის სამეული, E ჯგუფის სამეული + ჯგუფის სამეული, G ჯგუფის სამეული + ჯგუფის სამეული (რუსეთი, ნიდერლანდები, ისლანდია, იტალია).
ახალ ჯგუფებში მანამდე ერთ ჯგუფში მყოფი გუნდები ერთმანეთში არ ითამაშებენ, მათ ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგები გადაჰყვებათ. შესაბამისად, თითოეულ გუნდს სხვა ჯგუფის 3 წარმომადგენელთან მოუწევს 2-2 მატჩის (შინ და სტუმრად) გამართვა. შესაბამისად, თითო გუნდი 6 შეხვედრას ჩაატარებს და საბოლოოდ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურებს თითო ჯგუფის 3 საუკეთესო  გუნდი (ჯამში 12) მოიპოვებს.
თამაშები გაიმართება ფიბა-ს მიერ დადგენილი ფანჯრების პერიოდში. როგორც პირველ, ისე მეორე ჯგუფურ ეტაპზე გამოყოფილია 3-3 ფანჯარა.
პირველი ეტაპი
I ფანჯარა: 2021 წლის 22-30 ნოემბერი;
II ფანჯარა: 2022 წლის  21 თებერვალი – 1 მარტი;
III ფანჯარა: 2022 წლის 27 ივნისი – 5 ივლისი;
მეორე ეტაპი
IV ფანჯარა: 2022 წლის 22-30 აგვისტო;
V ფანჯარა: 2022 წლის 7-15 ნოემბერი;
VI ფანჯარა: 2023 წლის 20-28 თებერვალი.
მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატი 2023 წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით სამ ქვეყანაში – იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებში ჩატარდება.