„რეალმა“ მბაპეს თაობაზე მოლაპარაკება შეაჩერა- მადრიდელები იანვარს ელოდებიან

0
5

მადრიდის „რეალმა“ კილიან მბაპეს თაობაზე პსჟ-სთან მოლაპარაკება შეაჩერა, იუწყება RMC Sport.

მადრიდული კლუბის წარმომადგენლებმა, რომლებიც პარიზში იმყოფებოდნენ, განაცხადეს, რომ მოლაპარაკებას აღარ აგრძელებენ.

Sky Sports-ის ჟურნალისტის კავე სოლეკოლას ინფორმაციით, „რეალმა“ პარიზელებს საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფორვარდის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს შესთავაზა, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო.

აქედან გამომდინარე, ესპანური გრანდის ხელმძღვანელები იანვარს დაელოდებიან და ეცდებიან, რომ 2022 წელს მბაპეს „რეალში“ თავისუფალ აგენტად გადასვლის საკითხი მოაგვარონ.

22 წლის ფეხბურთელი პსჟ-სთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას ჯერჯერობით არ გეგმავს და 2022 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება. მას უკვე იანვარში უფლება ექნება მოლაპარაკება სასურველ კლუბთან აწარმოოს.