„რეალმა“ კამავინგა შეიძინა

0
3

მადრიდის „რეალმა“ საფრანგეთის „რენიდან“ ნახევარმცველი ედუარდო კამავინგა შეიძინა.

წარმოშობით ანგოლელმა, მაგრამ საფრანგეთის მოქალაქე 18 წლის ფეხბურთელმა ესპანურ გრანდთან კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა.

ოფიციალურად გარიგების ფინანსური დეტალები არ გახმაურებულა, მაგრამ მედიის ინფორმაციით, „რეალს“ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მოთამაშის შეძენა 31 მილიონი ევრო დაუჯდა.

გასულ სეზონში, კამავინგამ „რენის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 39 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.