მორიბა „ლაიფციგში“ ითამაშებს

0
4

გერმანიის „ლაიფციგმა“ „ბარსელონადან“ ილაიშ მორიბა იყიდა.

ლაიფციგელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, 18 წლის გვინეელმა კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა.

მხარეებს ტრანსფერის ფინანსური დეტალები არ გაუხმაურებიათ, მაგრამ მედიის ინფორმაციით, „ლაიფციგს“ ახალგაზრდა ცენტრალური ნახევარმცველის შეძენა 16 მილიონი ევრო დაუჯდა.

გასულ სეზონში, მორიბამ „ბარსელონას“ შემადგენლობაში ლა ლიგაში ჩატარებულ 14 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.