მოიზე კინი „იუვენტუსში“ დაბრუნდა

0
2

მოიზე კინი ტურინის „იუვენტუსში“ დაბრუნდა, რის შესახებ იტალიური გრანდის პრესსამსახური იუწყება.

„იუვენტუსმა“ 21 წლის ფორვარდი ინგლისის „ევერტონიდან“ 2 წლით ინათხოვრა. ტურინელები მის სანაცვლოდ ლივერპულელებს 7 მილიონ ევროს გადაუხდიან, ხოლო იჯარის ამოწურვის შემდეგ ვალდებული არიან კინი 28 მილიონ ევროდ გამოისყიდონ. ამ თანხას „იუვე“ სამი წლის განმავლობაში დაფარავს. გარდა ამისა, ხელშეკრულების პირობებით „ევერტონს“ კიდევ სამი მილიონი ბონუსად ერგება.

ცნობისთვის, კინი „იუვენტუსის“ აღზრდილია და 2 წლის წინ, ტურინელებმა ახალგაზრდა ფორვარდი „ევერტონში“ 25 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაყიდეს. მას ინგლისელებთან ხელშეკრულება 2024 წელს ეწურება.

გასული სეზონში კინი იჯარით პსჟ-ში თამაშობდა.