მიქაუტაძე ისევ „სერენისთვის“ შეუტევს

0
5

გიორგი მიქაუტაძე ბელგიის უმაღლეს დივიზიონში მოასპარეზე „სერენში“ დაბრუნდა.

„სერენის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ფრანგულმა „მეცმა“ საქართველოს ეროვნული გუნდის თავდამსხმელი ბელგიურ კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა.

ამჟამად, მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის ემზადება და „სერენს“ საერთაშორისო პაუზის მერე შეუერთდება.

გასულ სეზონში, მიქაუტაძემ ბელგიის რანგით მეორე ლიგაში ჩატარებულ სადებიუტო სეზონში 21 მატჩში 19 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა. ის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. გარდა ამისა, მან სამი გოლი ბელგიის თასზე მიითვალა.

20 წლის ქართველი „სერენის“ გულშემატკივრებმა სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.