მამარდაშვილის გუნდმა დაცვა გააძლიერა

0
7

„ვალენსიამ“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, „გრანადან“ მცველი დიმიტრი ფულკიე შეიძინა.

ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ „ვალენსიამ“ 2,6 მილიონი ევრო გადაიხადა, ხოლო ფულკიემ კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა.

ამასთანავე, „ვალენსიამ“ 20 წლის სამხრეთ კორეელ ნახევარმცველ კან უნ ლინს დაემშვიდობა. მან გასულ სეზონში ესპანეთის ლა ლიგაში 24 მატჩი ჩაატარა და 4 საგოლე პასი გააკეთა.

გარდა ამისა, ვალენსიელებმა თავდამსხმელი რუბენ სობრინო „კადისში“ გაყიდეს, რომელშიც ის წინა სეზონში იჯარით თამაშობდა. ესპანელი ფეხბურთელი „ღამურებში“ 2019 წლიდან გამოდიოდა.