კრიშტიანუ რონალდუმ “მანჩესტერ იუნაიტედთან” 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

0
3

კრიშტიანუ რონალდუმ “მანჩესტერ იუნაიტედთან” 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ამოწურვის შემდეგ, მხარეების სურვილის შემთხვევაში თანამშრომლობა ერთი წლით ავტომატურად გაგრძელდება.

ამის შესახებ ინგლისური გრანდის პრესსამსახური იუწყება.

ტურინის “იუვენტუსი” პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტნის სანაცვლოდ 15 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს, რომელსაც მანჩესტერელები 5 წლის განმავლობაში გადაიხდიან.

გარდა ამისა, თუ კლუბი და ფეხბურთელი კონკრეტულ სპორტულ მიზანს მიაღწევენ, “იუვენტუსი” ბონუსის სახით კიდევ 8 მილიონი გირვანქა სტერლინგი ეკუთვნის.

36 წლის რონალდუ “მანჩესტერ იუნაიტედში” 2003-2009 წლებში თამაშობდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 292 მატჩში 118 გოლი გაიტანა.