ნინუა „ანორთოსისში“ ითამაშებს

0
7

ნიკა ნინუა კარიერას ფამაგუსტას „ანორთოსისში“ გააგრძელებს.

კვიპროსულმა კლუბმა ქართველი ნახევარმცველი საბერძნეთის პაოკ-იდან ერთწლიანი იჯარით დაიმატა.

„ანორთოსისის“ მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას 22 წლის ფეხბურთელის დამატება ჯერ 2020 წლის სექტემბერში სურდა, შემდეგ 2021 წლის იანვარში, მაგრამ მაშინ ეს გარიგება არ შედგა. საბოლოოდ, შედეგი ქეცბაიას მესმაე ცდამ გამოიღო.

„ანორთოსისი“ ნინუას ხელფასის ნაწილს აანაზღაურებს, რომელსაც ქართველი პაოკ-ში იღებს.

ნინუა შარშან ბერძნულმა კლუბმა თბილისის „დინამოდამ“ შეიძინა. მან საბერძნეთის ჩემპიონატში 9 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, ხოლო თასზე 3-ჯერ ითამაშა და მეტოქის კარი ერთხელ აიღო.

მას მიმდინარე სეზონში პაოკ-ში არ უთამაშია და ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ კლუბის შეცვლა განიძრახა.

ნინუას „ანორთოსისში“ ორი ქართველი ფეხბურთელი დახვდება – მეკარე გიორგი ლორია და თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა.