მესის დებიუტი პსჟ-ში შედგა

0
4

საფრანგეთის ლიგა 1-ში ლიონელ მესის დებიუტი შედგა.

არგენტინის ეროვნული გუნდის კაპიტანი, რომელიც პსჟ-ს ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, მე-4 ტურში სტუმრად “რეიმსთან” 2:0 მოგებულ მატჩში, მოედანზე 66-ე წუთზე ნეიმარის მაგივრად შევიდა.

იმ მომენტისთვის პარიზელებს ანგარიში უკვე მიჰყავდათ – კილიან მბაპემ ანგარიში მე-16 წუთზე გახსნა, ხოლო 63-ეზე დუბლი შეასრულა.

მოედანზე გატარებულ 31 წუთში მესიმ 20 ზუსტი პასი გააკეთა, კარში არ დაურტყამს, ხოლო მეტოქეს ბურთი ერთხელ აართვა. მასზე “რეიმსის” ფეხბურთელები 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

მატჩის შემდეგ, მესის მასპინძლების მეკარე პრედრაგ რაიკოვიჩმა თავის შვილთან ერთად ფოტოს გადაღება სთხოვა, რაზეც არგენტინელმა უარი არ უთხრა.

პსჟ 12 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.