გრიგალაშვილის მეხუთე გოლი უზბეკეთში

0
5

ელგუჯა გრიგალაშვილმა მიმდინარე სეზონში უზბეკეთის სუპერლიგაში თავისი მე-5 გოლი გაიტანა.

მე-16 ტურში, „ქიზილქუმი“, სადაც გრიგალაშვილთა ერთად, ნახევარმცველი გიორგი კუხიანიძე და თავდამსხმელი მათე ვაწაძე გამოდიან, სტუმრად „სოგდიანასთან“ 1:2 დამარცხდა.

სამივე ქართველმა შეუცვლელად ითამაშა და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე, როდესაც „ქიზილქუმი“ 0:2 აგებდა, გრიგალაშვილმა ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა. მან პენალტი დაარტყა, რომელიც მეკარემ მოიგერია და ბურთი გვერდით ძელს მოხვდა, მაგრამ ქართველმა მცველებს დაასწრო და ქუსლით გაიტანა.

ცნობისთვის, 31 წლის შუახაზელმა ამ სეზონში უზბეკეთის თასზე მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო.

აღსანიშნავია, რომ „ქიზილქუმის“ მაისურით ასევე 5 გოლი ჩემპიონატში ვაწაძემაც გაიტანა და ქართველები გუნდის საუკეთესო ბომბარდირები არიან.