ეროვნულმა ნაკრებმა სექტემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო

0
3

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სექტემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, ქართველმა ფეხბურთელებმა დღეს ფოთის ფაზისის სტადიონზე ივარჯიშეს. საწვრთნელ პროცესში სულ 17 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ეროვნული ნაკრების ლეგიონერები (გურამ კაშია, დავით ხოჭოლავა, გურამ გიორბელიძე, გიორგი აბურჯანია, ჯაბა კანკავა, გიორგი ჩაკვეტაძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი მიქაუტაძე) საქართველოს ნაკრებს 31 აგვისტოს შეუერთდებიან. სამხრეთ კორეული “ულსან ჰიუნდაის” ქართველი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი კი საწვრთნელ პროცესში 1 სექტემბრიდან ჩაერთვება.

საქართველოს ნაკრებმა ფოთში დღეს ამ შემადგენლობით ივარჯიშა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო)

ნახევარმცველები: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), მურთაზ დაუშვილი (აპოელი, ნიქოზია,  კვიპროსი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ზარია (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი)

საქართველოს ნაკრები მომდევნო ვარჯიშს კვლავ ფოთში გამართავს. 1 სექტემბერს ჩვენი გუნდის ვარჯიში საქართველო – კოსოვოს მატჩის მასპინძელ, ბათუმის ახალ სტადიონზე შედგება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩების განრიგი

2 სექტემბერი, ბათუმი | ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი
საქართველო – კოსოვო 20:00

5 სექტემბერი, ბადახოსი | ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი
ესპანეთი – საქართველო 22:45

8 სექტემბერი, სოფია | ამხანაგური მატჩი
ბულგარეთი – საქართველო 20:30