„ბაიერნმა“ მარსელ ზაბიტცერი წარადგინა

0
2

მიუნხენის „ბაიერნმა“ „ლაიფციგიდან“ ნახევარმცველი მარსელ ზაბიტცერი შეიძინა.

27 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა. ის „ბაიერნში“ 18-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

გერმანული მედიის ინფორმაციით, „ბაიერნმა“ ზაბიტცერში 15 მილიონი ევრო გადაიხადა და ფეხბურთელის წარმატებული თამაშის შემთხვევაში „ლაიფციგი“ კიდევ ბონუსს მიიღებს.

ზაბიტცერი და მიუნხენელთა მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი ერთად „ლაიფციგში“ მუშაობენ.

ავსტრიის ნაკრების ფეხბურთელმა „ლაიფციგში“ 2014 წლიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 229 მატჩში 52 გოლი გაიტანა.