17-წლამდელები „ბანიკოვის თასზე“ მეოთხე ადგილზე გავიდნენ

0
1

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც გიორგი ჩიტაური წვრთნის, კიევში დასრულებულ ვიქტორ ბანიკოვი სახელობის ტურნირში მე-4 ადგილი დაიკავა.

გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილები მე-3 ადგილისთვის მატჩში ბულგარელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და 0:1 წააგეს.

ბულგარელებიდან ერთადერთი გოლი მე-2 წუთზე ნეჯიბ ჰაჯამ გაიტანა.

ტურნირის გამარჯვებული თურქეთის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში უკრაინა დაამარცხა.

მატჩის ძირითადი დრო 1;1 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში თურქებმა 5:3 გაიმარჯვეს.

ცნობისთვის, ქართველებმა B ჯგუფში თურქებთან 1:2 წააგეს, უზბეკებს 4:3 აჯობეს, ხოლო სლოვაკები 2:0 დაამარცხეს და მეორე ადგილი დაიკავეს.