ზივზივაძეს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა – კოდროს დუბლი სადებიუტო მატჩში

0
6

„ფეჰერვარმა“, რომელშიც ბუდუ ზივზივაძე გამოდის, უნგრეთის უმაღლეს დივიზიონში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო.

მე-5 ტურში ქართველი ლეგიონერის გუნდმა მტკ-ს უმასპინძლა და 2:1 გაიმარჯვა.

ზივზივაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-80 წუთზე შეცვალეს. მან მიმდინარე სეზონში 1 გოლი გაიტანა.

სტუმრები 45-ე წუთზე გროზავმა დააწინაურა, ხოლო კენან კოდრომ ანგარიში 73-ე წუთზე პენალტიდან გაათანაბრა.

მან 79-ე წუთზე მეორე გოლი გაიტანა და საბოლოოდ, თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა.

ის ცნობილი ბოსნიელი ფეხბურთელი მეჰო კოდროს შვილია. 28 წლის კენანი ესპანეთში დაბადებული, სადაც „ოსასუნაში“, ბილბაოს „ატლეტიკში“ და „ვალიადოლიდში“ გამოდიოდა. ასევე, მას გერმანიის „მაინცში“, შვეიცარიის „გრასჰოპერში“ და დანიის „კოპენჰაგენში“ უთამაშია.

ამპლუით თავდამსხმელმა კოდრომ „ფეჰერვარში“ პირველი მატჩი ჩაატარა და 62-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა დუბლი გაიფორმა.