შენგელიას ზედიზედ მეორე გოლი ბელგიაში

0
2

ლევან შენგელიამ ბელგიის უმაღლეს დივიზიონში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა.

„ლუვენი“, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ზაფხულში შეუერთდა, მე-6 ტურში სტუმრად „ანტვერპენს“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს- 2:2.

ისევე როგორც მე-5 ტურში თავის სადებიუტო შეხვედრაში, ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში არც ამჯერად იყო. ის თამაშში 74-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი 0:1 აგებდა და ორ წუთში მეტოქის კარი აიღო.

„ლუვენი“ 4 ქულით ბელგიის 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-17 ადგილზეა.

დანიის სუპერლიგის მე-7 ტურში “კოპენჰაგენმა” სტუმრად “ვეილე” 4:0 დაამარცხა. გამარჯვებულთა შემადგენლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა დავით ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა. “კოპენჰაგენი” 17 ქულით 12-გუნდიან სუპერლიგას ლიდერობს.

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-6 ტურში გრაცის “შტურმი” გასვლაზე “ადმირას” დაუზავდა – 1:1. გრაცელებში არ უთამაშია ოთარ კიტეიშვილს, რომელმაც ევროპა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში სლოვენიის “მურასთან” გოლი გაიტანა, ხოლო 75-ე წუთზე ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო შეცვალეს. თუმცა, ტრავმა სერიოზული არაა და კიტეიშვილი საქართველოს ნაკრებს მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სექტემბერში გასაამრთ მატჩებში დაეხმარება.

“შტურმი” 11 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა.