„რუბინის“ მწვრთნელმა ლეკვს „კვარა“ დაარქვა

0
1

ყაზანის მერმა ილსურ მეტშინმა და „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმ ლეონიდ სლიცკიმ ძაღლთა თავშესაფარიდან თითო ლეკვი აიყვანეს საქველმოქმედო აქცია „მომეცი თათის“ ფარგლებში.

სლუცკის მიერ შერჩეული ძაღლი ბაზაზე იცხოვრებს და ყაზანელთა თავკაცმა მას „კვარა“ დაარქვა.

მწვრთნელის განმარტებით ასე იმიტომ მოიქცა, რომ თუ ხვიჩა კვარაცხელია გუნდიდან წავა, ლეკვი „კვარა“ ხომ მაინც მათთან დარჩება.

შეგახსენებთ, რომ ტრავმირებული კვარაცხელია საქართველოს ნაკრებს სექტემბერში მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბათუმში კოსოვოსთან (2 სექტემბერი), ხოლო ბადახოსში ესპანეთთან (5 სექტემბერი) გასამართ შეხვედრებს გამოტოვებს. ის აგრეთვე 8 სექტემბერს სტუმრად ბულგარეთთან ჩასატარებელ სპარინგში ვერ ითამაშებს.