„რეალმა“ ოდრიოსოლა „ფიორენტინაში“ გაანათხოვრა

0
2

მადრიდის „რეალმა“ მცველი ალვარო ოდრიოსოლა ფლორენციის „ფიორენტინაში“ გაანათხოვრა.

ფლორენციელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, ესპანელმა ფეხბურთელმა ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

25 წლის ოდრიოსოლამ გასულ სეზონში „რეალში“ ყველა ტურნირში 13-ჯერ ითამაშა და 2 გოლი გაიტანა.

„რეალმა“ ბასკი უკანახაზელი 2018 წელს სან სებასტიანის „რეალ სოსიედადიდან“ 35 მილიონ ევროდ შეიძინა, მაგრამ ოდრიოსოლამ „სამეფო კლუბში“ ფეხი ვერ მოიკიდა.

მან განვლილ პერიოდში ყველა ტურნირში მხოლოდ 43-ჯერ იასპარეზა და მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო.