ლობჟანიძის სუპერგოლი თურქეთის სუპერლიგაში – ქართველმა ზედიზედ მესამედ გაიტანა

0
6

საბა ლობჟანიძე, “ჰათაისფორის” შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში თურქეთის სუპერლიგაში ჩატარებულ მესამე შეხვედრაში მესამე გოლი გაიტანა.

მე-3 ტურში “ჰათაისფორმა” “ალანიასფორი” მიიღო და 5:0 გაანადგურა. მასპინძლებმა ანგარიში მე-4 წუთზე ნოს ტრაორეს დარტყმის შემდეგ გახსნეს.

მე-18 ტურში ლობჟანიძემ “კედელი” ნოს ტრაორესთან გაითამაშა და საჯარიმოში შესულმა ბურთი ერთი შეხებით გაისწორა, ხოლო მეორეთი გარე ტერფით მეკარისგან მარჯვენა “ცხრიანში” მოჭრა. ისეთი გოლი გამოვიდა ნებისმიერ “ვარსკვლავი” რომ ხელს მოაწერდა

42-ე წუთზე, სტუმრების კარი რუბენ რიბეირომ აიღო, რომელსაც საგოლე პასი ლობჟანიძემ მისცა, ხოლო მე-60 წუთზე “ჰათაისფორში” თავი ელ კააბიმ გამოიჩინა.

ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე საბოლოო ანგარიში კამარამ დააფიქსირა.

“ჰათაისფორმა” მიმდინარე სეზონში პირველი თამაში მოიგო და 4 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.