„გენტმა“ მოქმედი ჩემპიონი ჩაკვეტაძის დაბადების დღეს გაანადგურა

0
5

„გენტმა“, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძე თამაშობს, მიმდინარე სეზონში ბელგიის ჩემპიონატში თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

გენტელებმა მოქმედ ჩემპიონ „ბრიუგეს“ უმასპინძლეს და 6:1 გაიმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ „გენტს“ მანამდე ამხელა სხვაობით „ბრიუგე“ არასოდეს დაუმარცხებია.

ცნობისათვის. „გენტმა“ 21-ე საუკუნეში „ბრიუგეს“ 6 გოლი მეორედ გაუტანეს. მანამდე, მათ შორის დაპირისპირება გენტელთა სასარგებლოდ 6:2 დასრულდა.

ჩაკვეტაძე, რომელსაც დღეს 22 წელი შეუსრულდა სასტარტოში ისევ არ დააყენეს და თამაშში 84-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. ფაქტობრივად, მას შანსი არ ჰქონია მოედანზე რამე ღირებული შეექმნა.

„ბრიუგეს“ რბევა მე-6 წუთზე ტისუდალიმ დაიწყო. მე-15 წუთზე დე სარტმა პენალტი ზუსტად დაარტყა და მასპინძლები კიდევ უფრო დააწინაურა.

38-ე წუთზე სტუმრების კარი ნურიო ფორტუნამ აიღო. 61-ე წუთზე, უკრაინელმა რომან ბეზისმა საუცხოო სოლო გარღვევა კარში ზუსტი დარტყმით დაასრულა. 65-ე წუთზე, „ბრიუგედან“ თავ ვანაკენმა გამოიჩინა.

66-ე წუთზე ბელგიის ჩემპიონი დეპუატრმა დაამწუხრა, ხოლო 79-ე წუთზე თანაგუნდელის მიერ გაკეთებული პასის შემდეგ, „ბრიგეს“ მეკარე მინოლემ ბურთი ვერ გააჩერა და ავტოგოლი მიითვალა.

„გენტმა“ ბელგიის უმაღლეს დივიზიონში მიმდინარე სეზონში მეორე თამაში მოიგო და 7 ქულით ბელგიის 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.