იტალიის სერია A-ს მე-2 ტურში ტურინის „იუვენტუსმა“ შინ „ემპოლისთან“ 0:1 წააგო.
სტუმრებიდან ერთადერთი გოლი 21-ე წუთზე ლეონარდო მანკუზომ გაიტანა.
განვლილი შეხვედრა იმითაა გამოსარჩევი, რომ არსებობის ისტორიაში „იუვენტუსი“ თავის მოედანზე „ემპოლისთან“ პირველად დამარცხდა.
მანამდე, ტურინელებმა საკუთარ კედლებში მეტოქეს 14-დან 13 თამაში მოუგეს, ხოლო ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა.
„იუვენტუსმა“ სეზონი ცუდად დაიწყო, რადგან პირველ ტურში სტუმრად „უდინეზესთან“ 1:1 ითამაშა და 1 ქულით მე-13 ადგილზეა.
ბოლო 53 წლის მანძილზე მესამედ მოხდა, რომ “იუვეს” 2 ტურის შემდეგ თამაში არ მოუგია.
