„ჩელსიმ“ ზუმა „ვესტ ჰემში“ გაასხვისა

0
2

ლონდონის „ჩელსიმ“ მცველი კურტ ზუმა „ვესტ ჰემში“ გაყიდა.

ფრანგმა ფეხბურთელმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა.

ინგლისური მედიის ინფორმაციით, „ვესტ ჰემმა“ 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა.

ზუმა „ჩელსიში“ 2014 წლიდან გამოდიოდა. მან ლონდონელებთან ერთად ინგლისის პრემიერ ლიგა 2-ჯერ მოიგო, ხოლო თითოჯერ ინგლისის ლიგის თასზე, ჩემპიონთა ლიგაში და უეფას სუპერთასზე გაიმარჯვა.

მან „ჩელსის“ მაისურით ყველა ტურნირში 151 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.