ფანცულაია ნაკრებში ზარიამ შეცვალა

0
6

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სექტემბის მატჩებისთვის მზადებას 30 აგვისტოს იწყებს. ვილი სანიოლის მიერ დასახელებულ შემადგენლობაში კიდევ ერთი იძულებითი ცვლილებაა.

ბათუმის “დინამოს” ფეხბურთელი გიორგი ფანცულაია, რომელიც ეროვნული ნაკრების საწვრთნელ შეკრებაზე პირველად იყო გამოძახებული, ტრავმის გამო გუნდს ვერ დაეხმარება. გიორგი ფანცულაიას მისი თანაკლუბელი გიორგი ზარია შეცვლის. 24 წლის გიორგი ზარია, საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი დებიუტანტია.

საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან, ესპანეთთან და ბულგარეთთან მატჩებისთვის შავი ზღვისპირეთში 26 ფეხბურთელით მოემზადება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი),  დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი) გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), მურთაზ დაუშვილი (აპოელი, ნიქოზია,  კვიპროსი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ზარია (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა)

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი)

მატჩების განრიგი

2 სექტემბერი, ბათუმი | ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი
საქართველო – კოსოვო 20:00

5 სექტემბერი, ბადახოსი | ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი
ესპანეთი – საქართველო 22:45

8 სექტემბერი, სოფია | ამხანაგური მატჩი
ბულგარეთი – საქართველო 20:30

სამივე შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.