ლოჩოშვილის ზედიზედ მეექვსე მატჩი და მეორე გამარჯვება

0
2

“ვოლფესბერგერმა”, რომელშიც ლუკა ლოჩოშვილი გამოდის, ავსტრიის ბუნდესლიგაში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო.

მე-6 ტურში “ვოლფსბერგერი” სტუმრად “ალტახს” შეხვდა და 2:1 გაიმარჯვა, ხოლო ქართველმა მცველმა შეუცვლელად მეექვსე თამაში ჩაატარა.

მასპინძლები მე-5 წუთზე დაწინაურნდნენ, ხოლო სტუმრებმა ანგარიში 43-ე წუთზე გაათანაბრეს. პირველი ტაიმის დასრულებამდე 1 წუთით ადრე “ვოლფსბერგერმა” კიდევ ერთი ბურთი გაიტანა, რომელიც შეხვედრაში საბოლოოდ გადამწყვეტი აღმოჩნდა.

“ვოლსფბერგერი” 8 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატშო მესამეა.

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლმა სექტემბერში მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კოსოვოსთან და ესპანეთთან გასამართი მატჩებისთვის, ასევე ბულგარეთთან სპარინგისთვის ლოჩოშვილი შეკრებაზე გამოიძახა.

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-6 ტურში “კრაკოვიამ” სტუმრად “ტერმალიცა” 2:1 დაამარცხა და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძე გამარჯვებულთა სათადარიგოთა სკამზე ყოფნით შემოიფარგლა. “კრაკოვია” 7 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა.

ჩეხეთის უმაღლესი დივიზიონის მე-6 ტურში “ზლინმა” გასვლაზე “ლიბერეცს” 1:0 აჯობა. ქართველი ნახევარმცველი ვახტანგ ჭანტურიშვილი სტუმრების სასტარტო შემადგენლობაში იყო და 78-ე წუთზე შეცვალეს. “ზლინი” 9 ქულით 16-გუნდიან გათამაშებაში მე-6 ადგილზეა.