ნიკა კვეკვესკირისთვის პოლონეთის ექსტრაკლასას მე-6 ტური უიღბლო აღმოჩნდა.
პოზნანის „ლეხი“, სადაც საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გამოდის, შინ შჩეცინის „პოგონს“ დაუზავდა – 1:1.
კვეკვესკირი სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მეორე მოხვდა და 41-ე წუთზე პირველი ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 63-ეზე მეორედ გააფრთხილეს და გააძევეს. აღსანიშნავია, რომ მან კარიერაში წითელი ბარათი პირველად მიიღო.
სტუმრები 85-ე წუთზე დაწინაურდნენ, ხოლო მასპინძლებმა ქულა ძირითადი დროსთვის დაამტებულ მე-4 წუთზე გაათანაბრეს.
„ლეხი“ 18-გუნდიან ექსტრაკლასას 14 ქულით ლიდერობს.
