კოსოვოს ნაკრების შემადგენლობა საქართველოსთან მატჩისთვის ცნობილია

0
15

კოსოვოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბერნარ შალანდმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სექტემბერში გასამართი შესვედრებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

კოსოვოელები 2 სექტემბერს ბათუმში ქართველებს დაუპირისპირდებიან, 5 სექტემბერს საბერძნეთს უმასპინძლებენ, ხოლო 8 სექტემბერს ესპანეთს მიიღებენ.

კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შვეიცარიელმა სპეციალისტმა მომავალი მატჩებისთვის შემდეგი ფეხბურთელები შეარჩია.

მეკარეები: არიჯანეტ მურიჩი (“ადანა დემირსფორი”, თურქეთი), ვისარ ბექაი (“ტირანა”,  ალბანეთი), სამირ უიკანი (უკლუბოდ);

მცველები: მერგიმ ვოევოდა (“ტორინო”, იტალია), ფლორან ჰადერგონაი (“ქასიმფაშა”, თურქეთი), ამირ რაჰმანი (“ნაპოლი”, იტალია), ფლორან ალიტი (“ციურიხი”, შვეიცარია), იბრაჰიმ დრეშევიჩი (“ჰეერენვეენი”, ნიდელანდები), ბეტიმ ფაზლიჟი (“სტ. გალენი,ლ”, შვეიცარია), მირლინდ კრიეზუ (“ციურიხი”, შვეიცარია), დავიდ დომგჟონი (“ლუცერნი”, შვეიცარია), ლირიმ კასტრატი (“უიპეშტი”, უნგრეთი);

ნახევარმცველები: ჰეროლინდ შალა (“სტაბეკი”, ნორვეგია), ზიმერ ბიტიკი (“ქონიასფორი”, თურქეთი), ვალონ ბერიშა (“რეიმსი”,საფრანგეთი), ბესარ ჰალიმი (“რიგა”, ლატვია), ბერსანტ სელინა (“დიჟონი”, საფრანგეთი), მილოტ რაშიცა (“ნორვიჩი”, ინგლისი), ელბასან რაშანი (“კლერმონი”, საფრანგეთი), ფლორან ლოშაი (“კრაკოვია”, საფრანგეთი), ლირიმ კასტრატი (“დინამო”,  ხორვატია), ფლორან მუსლია (“ჰანოვერი”, გერმანია);

თავდამსხმელები: ვედად მურიქი (“ლაციო”, იტალია), ასტრატ სელმანი (“ჰამარბი”,  შვედეთი).