ხვიჩა კვარაცხელია: „რის თქმაც შემიძლია კრიტიკოსებისთვის, არის მადლობა – ეს უფრო მაძლიერებს”! “

0
5

ხვიჩა კვარაცხელიამ იმ კრიტიკოსებს უპასუხა, რომლებიც გააღიზიანა ინფორმაციამ, რომლის თანახმად ყაზანის „რუბინის“ გარემარბი საქართველოს ნაკრებს მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შინ კოსოვოსთან, ხოლო სტუმრად ესპანეთთან გასამართ მატჩებში ვერ დაეხმარება.
20 წლის ფეხბურთელი მომავალ თამაშებს რუსეთის პრემიერ ლიგაში მიღებული ტრავმის მიზეზით გამოტოვებს.
„ბევრი არასასიამოვნო შეტყობინება მივიღე, რაც ძალიან გულსატკენია. ვინც კარგად მიცნობს, ყველამ იცის, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი ქვეყნის სახელით თამაშია და ის, რომ უბრალოდ არ ჩამოვდივარ, სრული აბსურდია!
ყველაფერზე მეტად ახლა ჩემი ქვეყნის გვერდით დგომა მინდა, მაგრამ სამწუხაროდ ტრავმა ამის საშუალებას არ მაძლევს. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია კრიტიკოსებისთვის, არის მადლობა – ეს უფრო მაძლიერებს! მადლობა გვერდით დგომისთვის” -დაწერა კვარაცხელიამ თავის ინსტაგრამზე.