კაზემირო „რეალში“ რჩება

0
5

კაზემირომ მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა.

მადრიდელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების 29 წლის ფეხბურთელმა ხელშეკრულება 2025 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. ახალი კონტაქტის ფინანსური პირობები უცნობია.

კაზემირომ გასულ სეზონში „რეალის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 46 მატჩში 7 გოლი გაიტანა, 6 საგოლე გადაცემა გააკეთა და ყვითელი ბარათი 13-ჯერ მიიღო.

ის „რეალის“ პირველ გუნდში 2012-2013 წლების სეზონიდან თამაშობს და ყველა ტურნირში ჩატარებულ 288 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 30-ჯერ აიღო.