კვარაცხელია საქართველოს ნაკრებს სექტემბერში ვერ დაეხმარება

0
13

ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 2 სექტემბერს ბათუმში კოსოვოს ნაკრებთან, ხოლო 5 სექტემბერს სტუმრად ესპანეთის ეროვნულ გუნდთან გასამართ მატჩებში, საქართველოს ვერ დაეხმარება.

გარდა ამისა, ის 8 სექტემბერს გასვლაზე ბულგარეთთან ამხანაგურ შეხვედრაშიც ვერ ითამაშებს.

რუსული მედია იუწყება, რომ კვარაცხელია კუნთის დაზიანების გამო, რუსეთის პრემიერ ლიგის უახლოეს მატჩში ყაზანის „რუბინს“ „კრასნოდართან“ ვერ დაეხმარება.

ფეხბურთელის მენეჯერის მამუკა ჯუღელის ინფორმაციით, კვარაცხელია ტრავმას მკურნალობს და საქართველოს ნაკრების უახლოეს მატჩებს გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე „რუბინმა“ ქართველი გარემარბი განაცხადიდან დროებით ამოიღო, რათა რუსეთში ლეგიონერებზე დაწესებული ლიმიტი არ დაერღვია.