კრიშტიანუ რონალდუ “მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნდა

0
7

36 წლის კრიშტიანუ რონალდუ “მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნდა და კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ინგლისური გრანდის ვებგვერდმა გაავრცელა.

“კლუბში კრიშტიანუსთან ისევ შეხვედრის შესაძლებლობას ყველა მოუთმენლად ელოდება” – იუწყება მანჩესტერელთა ვებგვერდი.

რონალდუ “მანჩესტერ იუნაიტედში” 2003-2009 წლებში გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 292 მატჩში 118 გოლი გაიტანა.

მან მანჩესტერელბთან ერთად პრემიერ ლიგა 3-ჯერ, ინგლისის ლიგის თასი 2-ჯერ, ინგლისის სუპერთასი ერთხელ და ჩემპიონთა ლიგა ერთხელ მოიგო.

“მანჩესტერ იუნაიტედიდან” პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი მადრიდის “რეალში” გადავიდა, ხოლო ბოლო 2 სეზონი ტურინის “იუვენტუსში” გაატარა.

ინგლისურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, “მანჩესტერმა” რონალდუში “იუვენტუსს” 25 მილიონი ევრო გადაუხადა, ხოლო ფეხბურთელის ხელფასი წელიწადში 25 მილიონი გირვანქა სტერლინგი იქნება.

სხვათა შორის, რონალდუ “მანჩესტერ იუნაიტედის” ბოლო ფეხბურთელია, რომელმაც ერთ სეზონში 40 გოლზე მეტი გაიტანა.

მან 2007-2008 წლების სეზონში ინგლისური კლუბის მაისურით ყველა ტურნირში 49 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარი 42-ჯერ აიღო.