კონფერენს ლიგაში ჯგუფები გაირკვა – კაშია და კანკავა ხოჭოლავას დაუპირისპირდებიან, ჩაკვეტაძე ლორიას

0
9

დღეს, თურქეთის დედაქალაქ სტამბოლში ახალი ტურნირის კონფერენს ლიგის 2021-2022 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.

კენჭისყრა უეფას გენერალური მდივნის მოადგილე ჯორჯო მარკეტისთან ერთად, ალბანეთის ეროვნული გუნდის ექსფეხბურთელმა ლორიკ კანამ და თურქეთის ნაკრების ყოფილმა მოთამაშე ნიჰათ კაჰვეჩმა წაიყვანეს.

კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 32 გუნდი 8 ჯგუფში გადანაწილდა – თითოეულში 4-4.

ჯგუფების გამარჯვებულები 1/8-ფინალში პირდაპირ მოხვდებიან, ხოლო მე-2 ადგილზე გასული გუნდები 1/8-ფინალის საგზურისთვის ევროპა ლიგის ჯგუფში მე-3 ადგილზე გასულ გუნდებთან პლეი-ოფში ითამაშებენ.

კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპი სტარტს 16 სექტემბერს აიღებს და 9 დეკემბერს დასრულდება.

კონფერენს ლიგის ფინალი 25 მაისს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში სტადიონ „კომბეტარეზე“ ჩატარდება.

A ჯგუფი: „ლასკი“, „მაკაბი“ ( თელ-ავივი), „ალაშკერტი“, ჰიკი

B ჯგუფი: „გენტი“, „პარტიზანი“, „ფლორა“, „ანორთოსისი“

H ჯგუფი: „რომა“, „ზორია“, ცსკა (სოფია), „ბოდო გლიმტი“

 D ჯგუფი: „ალკმაარი“, „კლუჟი“, „იაბლონეცი“, „რანდერსი“

E ჯგუფი: „სლავია“ (პრაღა). „ფეიენოორდი“, „უნიონ ბერლინი“, „მაკაბი“ (ჰაიფა)

F ჯგუფი: „კოპენჰაგენი“,  პაოკი, „სლოვანი“, „ლინკოლნი“

G ჯგუფი: „ტოტენჰემი“, „რენი“, „ვიტესი“. „მურა“

H ჯგუფი: „ბაზელი“, „ყარაბაღი“, „ქაირათი“, „ომონია“