ოთარ კიტეიშვილმა ევროპა ლიგის პლეი-ოფის ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა.
გრაცის „შტურმმა“ პირველი მატჩი სტუმრად სლოვენიის „მურას“ 3:1 მოუგო და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ერთი გოლი მიითვალა.
ავსტრიაში ჩატარებულ საპასუხო შეხვედრაში გრაცელებმა მეტოქე დაამარცხეს და 39-ე წუთზე კიტეიშვილმა ანგარიში გახსნა – მეტოქის საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დაარტყა და ბურთი სლოვენიელ ფეხბურთელს შეეხო, რის შემდეგ კარში აღმოჩნდა. მან მიმდინარე სეზონში 3 გოლი გაიტანა – 1 ავსტრიის ბუნდესლიგაში და 2 ევროთასებზე.
კიტეიშვილს მიმდინარე სეზონამდე “შტურმის” რიგებში ევროსარბიელზე თავი არ გამუჩენია.
მან “შტურმში” გადასვლამდე ევროთასებზე ერთადერთი ბურთი თბილისის “დინამოს” შემადგენლობაში 2016-2017 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის საკვალიაფიკაციო ეტაპზე სომხეთის “ალაშკერტთან” გაიტანა.
66-ე წუთზე იანჩერმა სლოვენიელთა კარი მეორედ აიღო. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და „შტურმი“ ევროპა ლიგის ჯგუფში ითამაშებს.
კიტეიშვილი „მურასთან“ შეხვედრა 74-ე წუთზე შეცვალეს.
