დავითაშვილი გამოჯანმრთელთა და „ახმატთან“ ითამაშა

0
4

ტულას „არსენალის“ შემტევი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი, რომელსაც წვივის კუნთის ტრავმა ჰქონდა, გამოჯანრმთელდა და რუსეთის პრემიერ ლიგის მე-6 ტურში სტუმრად გროზნოს „ახმატთან“ ითამაშა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი თამაშში 63-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. მასპინძლებმა გამარჯვების გოლი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე გაიტანეს.

სხვათა შორის, გროზნოელტა პირველი გოლი სკანდალური აღმოჩნდა. 31-ე წუთზე, „არსენალის“ სერბმა მცველმა უროშ რადუკოვმა დაინახა, რომ მისმა თანაგუნდელმა ჩაუშიჩმა ტრავმა მიიღო და შეეცადა ბურთი აუტში გადაეგდო, თუმცა გროზნოელი ბერიშა ბურთა დაეწია, მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა პასი კონატეს გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გახსნა.

ეს ფაქტი „არსსენალის“ ფეხბურთელბმა და სამწვრთნელო შტაბმა მწვავედ გააპროტესტა, რასაც მასპინძელთა მოთამაშეებთან და მწვრთნელებთან დაპირისპირება მოჰყვა.