ჩაკვეტაძე კონფერენს ლიგის ჯგუფში ითამაშებს

0
7

„გენტი“, რომლის ღირსებას გიორგი ჩაკვეტაძე იცავს, კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.

ბელგიელებმა პლეი-ოფის პირველ მატჩში შინ პოლონეთის „რაკუვთან“ 0:1 წააგეს, ხოლო საპასუხო შეხვედრაში 3:0 დაამარცხეს და ევროსეზონს განაგრძობენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი თამაშში მე-80 წუთზე ჩაერთო, როდესაც მასპინძლებს სამივე გოლი გატანილი ჰქონდათ.

„გენტმა“ ანგარიში პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე გახსნა, ხოლო მეორე ტაიმში პოლონელთა კარი 70-ე და 72-ე წუთებზე აიღო.