„ანორთოსისი“ ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე ისევ ქეცბაიამ გაიყვანა

0
10

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი „ანორთოსისი“ 12-წლიანი პაუზის შემდეგ ევროთსების ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

უეფას კონფერენს ლიგის პლეი-ოფის პირველ ტურში კვიპროსელებმა სტუმრად ისრაელის ბეერ-შევას „ჰაპოელთან“ უგოლო ფრე ითამაშეს, ხოლო სახლში 3;1 დაამარცხეს.

განვლილ შეხვედრაში „ანორთოსისის“ კარს საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია იცავდა, ხოლო მძიმე ტრავმის შემდეგ მწყობრში დაბრუნებული ნიკა კაჭარავა თადარიგში იყო და არ უთამაშია.

„ანორთოსისმა“ ანგარიში მე-12 წუთზე არტიმატას დარტყმის მერე გახსნა, ხოლო სტუმრებიდან საპასუხო ბურთი 43-ე წუთზე შეჩტერმა გაიტანა. ტაიმის მიწურულს ფამაგუსტელთა ფეხბურთელმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს.

62-ე წუთზე, ხრისტოდულოპულისმა მასპინძლები დააწინაურა, ხოლო ერთ წუთში დუბლი შეასრულა.

ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე „ჰაპოელს“ კიდევ ერთი კაცი გაუძევეს.

„ანორთოსისი“ 2008-2009 წლების სეზონის შემდეგ, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვდა, ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე პირველად გავიდა. მაშინ, გუნდს ასევე ქეცბაია ავარჯიშებდა.