17-წლამდელებმა “ბანიკოვის თასზე” პირველი თამაში მოიგეს

0
12

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც გიორგი ჩიტაური წვრთნის, კიევში მიმდინარე ბანიკოვის ტურნირში პირველი მატჩი მოიგო.

B ჯგუფის მეორე ტურში ქართველები უზბეკ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და 4:3 დაამარცხეს.

ჩიტაურის გაწვრთნილი გუნდიდან გოლები გიორგი პარკინაშვილმა, ალეკო ბასილაძე, ალექსანდრე ნარიმანიძემა და ლაშა გადილიამ გაიტანა.

ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს ქართველი 17-წლამდელები ხვალ სლოვაკეთთან ჩაატარებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ტურნირში პირველი თამაში თურქეთთან 1:2 წააგო.