17-წლამდელებმა „ბანიკოვის თასი“ მარცხით დაიწყეს

0
8

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, რომელსაც გიორგი ჩიტაური წვრთნის, კიევში მიმდინარე ვიქტორ ბანიკოვის სახელობის ტურნირის პირველ შეხვედრაში ჯგუფში თურქ თანატოლებთან 1:2 დამარცხდა.

ბორისპოლის „კოლოსის“ სტადიონზე ჩატარებული თამააშის 29-ე წუთზე ლუკა პარკაძემ ანგარიში გახსნა და ქართველებმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგეს.

65-ე წუთზე, თურქმა კაიარმა საპასუხო ბურთი გაიტანა, ხოლო 84-ეზე მეტოქის კარი აკარმა აიღო და თავის გუნდს მოაგებინა.

B ჯგუფში მეორე დაპირისპირება სლოვაკეთსა და უზნეკეთს შორის 2:2 დასრულდა.

დღეს, ჩიტაურის გაწვრთნილები უზბეკებს შეხვდებიან, ხოლო სლოვაკები თურქებს.

საქართველო – თურქეთი 1:2 (1:0)

26 აგვისტო. კიევი. სტადიონი „კოლოსი“.

საქართველო: სოსო კოპალიანი, გელა სადღობელაშვილი, საბა ხარჩილავა, ალექსანდრე ნარიმანიძე, გიორგი ტაბატაძე, გაბრიელ სიგუა, ნიკოლოზ ნინიძე (ალეკო ბასილაძე, 60), გიორგი ფარცვანია ( გიორგი პარკინაშვილი, 60), ლუკა ფარკაძე (გივი ხაჩიძე, 77).

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩიტაური

გოლები: 1:0 პარკაძე (29), კაიარი 1:1 (65), 1:2 აკარი (74)