„რეალ სოსიედადმა“ ნორვეგიის ეროვნული ნაკრების ფორვარდი დაიმატა

0
3

სან სებასტიანის „რეალ სოსიედადმა“ ნორვეგიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ალექსანდრ სერლოტი დაიმატა.

ესპანურმა კლუბმა 25 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გერმანიის ბუნდესლიგის „ზალცბურგიდან“ ინათხოვრა.

ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ, მხარეების თანხმობის შემთხვევაში თანამშრომლობა გაგრძელდება.

სერლოტმა გასულ სეზინში „ლაიფციგში“ ყველა ტურნირში 37 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.

მან ნორვეგიის ეროვნულ გუნდში 32-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 11-ჯერ აიღო.