მოლდოვური კლუბი ჩემპიონთა ლიგაში პირველად ითამაშებს

0
9

ტირასპოლის „შერიფი“ პირველი მოლდოვური კლუბი გახდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

უკრაინელი იური ვერნიდუბის გაწვრთნილებმა პლეი-ოფის პირველ მატჩში შინ ზაგრების „დინამო“ 3:0 დაამარცხეს, ხოლო სტუმრად ხორვატებთან უგოლო ფრე ითამაშეს და ჯგუფში გავიდნენ.

ტირასპოლელებმა ზაგრებელებთან დაპირისპირებამდე საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანეთის „ტეუტა“, სომხეთის „ალაშკერტი“ და სერბეთის „ცრვენა ზვეზდა“ დაამარცხეს.

აქვე გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრამდე, „შერიფმა“ 3-ჯერ ევროპა ლიგის ჯგუფში ითამაშა – 2010-2011, 2013-2014 და 2017-2018 წლების სეზონებში.

ცნობისთვის, „შერიფის“ დირექტორი კლუბის ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელი ვაჟა თარხნიშვილია, რომელსაც გორის „დილაში“, თბილისის „ლოკომოტივში“ და საქართველოს ნაკრებში უთამაშია.