ლუის ენრიკემ საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

0
4

ესპანეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 2 სექტემბერს სტუმრად შვედეთთან, 5 სექტემბერს ბადახოსში საქართველოს ნაკრებთან და 8 სექტემბერს გასვლაზე კოსოვოსთან გასამართი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ლუის ენრიკეს არჩევანი ასეთია:

მეკარეები: უნაი სიმონი (“ბილბაო”), დავიდ დე ხეა (“მანჩესტერ იუნაიტედი”), რობერტ სანჩესი (“ბრაიტონი”).

მცველები: ხოსე ლუის გაია (“ვალენსია”), ხორდი ალბა (“ბარსელონა”), ემერიკ ლაპორტი (“მანჩესტერ სიტი”), ინიგო მარტინესი (“ბილბაო”), ერიკ გარსია (“ბარსელონა”), რაულ ალბიოლი (“ვილიარეალი”), სესარ ასპილიკუეტა (“ჩელსი”).

ნახევარმცველები: მარკოს ლორენტე (“ატლეტიკო), როდრი (“ატლეტიკო”), სერხიო ბუსკეტსი (“ბარსელონა”), კოკე (“ატლეტიკო”), კარლოს სოლერი (“ვალენსია”), მიკელ მერინო (“სოსიედადი”), ბრაის მენდესი (“სელტა”), პაბლო ფორნალსი (“ვესტ ჰემი”), პაბლო სარაბია (პსჟ).
თავდამსხმელები: აბელ რუისი (“ბრაგა”), ხერარდ მორენო (“ვილიარეალი”), ადამა ტრაორე (“ვულვზი”), ფერან ტორესი (“მანჩესტერ სიტი”), ალვარო მორატა (“იუვენტუსი”).

საქართველოს ნაკრები ესპანელებთან დაპირისპირებამდე 2 სექტემბერს ბათუმში კოსოვოს უმასპინძლებს.