ხოჭოლავას „კოპენჰაგენმა“ „სივასფორი“ გაანადგურა და კონფერენს ლიგის ჯგუფშია

0
10
COPENHAGEN, DENMARK - JULY 22: Davit Khocholava of FC Copenhagen controls the ball during the UEFA Conference League Qual. match between FC Copenhagen and FC Torpedo Zhodino at Parken on July 22, 2021 in Copenhagen, Denmark. (Photo by Lars Ronbog / FrontZoneSport via Getty Images)

„კოპენჰაგენი“, სადაც დავით ხოჭოლავა გამოდის, უეფას ახალი ტურნირის კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

დანიელებმა პლეი-ოფის პირველ მატჩში სტუმრად თურქეთის „სივასფორს“ 2:1 აჯობეს, ხოლო საპასუხო შეხვედრაში კოპენჰაგენში 5:0 გაანადგურეს და ჯგუფის საგზური გაინაღდეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა პირველი თამაშის მსგავსად, მეორეც შეუცვლელად ითამაშა.

მასპინძლებმა ანგარიში 24-ე წუთზე გახსნეს, ხოლო მეორე გოლი 39-ე წუთზე გაიტანეს და პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს.

შესვენების შემდეგ, „კოპენჰაგენმა“ მეტოქის კარი 57-ე,  62-ე და 76-ე წუთებზე აიღეს.