დიეგო სიმეონე მილიარდის მხარჯველი მწვრთნელების რიცხვს შეემატა

0
9

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავკაცი დიეგო სიმეონე ფეხბურთის ისტორიაში მეექვსე მწვრთნელია, რომელმაც ტრანსფერებზე მილიარდ ევროზე მეტი დახარჯა.
გუშინ, მადრიდელებმა ბერლინის „ჰერტადან“ ბრაზილიელი თავდამსხმელი მათეულ კუნია შეიძინეს და სიმეონეს დანახარჯებმა ტრანსფერებში მილიარდს გადააბიჯა.
მასზე მეტი ახალი ფეხბურთელების შესაძენად მხოლოდ 5 მწვრთნელმა დახარჯა – პორტუგალიელმა ჟოზე მოურინიომ (1,76 მილიარდი ევრო), ესპანელმა პეპ გვარდიოლამ (1,59 მილიარდი ევრო), იტალიელმა კარლო ანჩელოტიმ (1,37 მილირდი ევრო), ჩილელმა მანუელ პელეგრინიმ (1,16 მილიარდი ევრო), იტალიელმა მასიმილიანო ალეგრიმ (1,06 მილიარდი ევრო).