ჩემპიონთა ლიგაში ჯგუფები დაკომპლექტდა

0
7

დღეს, თურქეთის დედაქალაქ სტამბოლში ჩემპიონთა ლიგის 2021-2022 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.

კენჭისყრას უეფას გენერალური მდივნის მოადგილე ჯორჯო მარკეტისთან ერთად, ლონდონის „ჩელსის“ ყოფილი ფეხბურთელები – მცველი სერბი ბრანისლავ ივანოვიჩი და განელი ნაცევარმცველი მიკაელ ესიენი უძღვებოდნენ.

კენჭისყრის დაწყებამდე უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა სპეციალური ჯილდო დანიის ნაკრების კაპიტან სიმონ კიაერს და იმ ექიმებს გადასცა, რომელთაც ევრო-2020-ის მიმდინარეობისას კრისტიან ერიქსენის სიკვდილს გადაარჩინეს.

ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩები 14/15 სექტემბერს გაიმართება, ხოლო ჯგუფური ტურნირი 7/8 დეკემბერს დასრულდება. ფინალი 28 მაისს, სანკტ პეტერბურგში სტადიონ “გაზპრომ არენაზე” ჩატარდება.

საბოლოოდ, ჯგუფები ასე დაკომპლექტდნენ:

A ჯგუფი: „მანჩესტერ სიტი“, პსჟ, „ლაიფციგი“, „ბრიუგე“.

 

B ჯგუფი: „ატლეტიკო“, „ლივერპული“, „პორტუ“, „მილანი“.

 

H ჯგუფი: „სპორტინგი“, „ბორუსია“ (დორტმუნდი), „აიაქსი“, „ბეშიქთაში“.

 

D ჯგუფი: „ინტერი“, „რეალი“, „შახტარი“, „შერიფი“.

 

E ჯგუფი: „ბაიერნი“, „ბარსელონა“, „ბენფიკა“, „დინამო“ (კიევი).

 

F ჯგუფი: „ვილიარეალი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ატალანტა“, „იანგ ბოიზი“.

 

G ჯგუფი: “ლილი“, „სევილია“, „ზალცბურგი“, „ვოლფსბურგი“.

 

H ჯგუფი: „ჩელსი“, „იუვენტუსი“, „ზენიტი“, „მალმიო“.