„სევილია“ დანიის ნაკრების ნახევარმცველს იმატებს

0
10

დანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ტომას დელეინი კარიერას „სევილიაში“ განაგრძობს.

„სევილია“ 29 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე დორტმუნდის „ბორუსიას“ შეუთანხმდა.

დილეინის სანაცვლოდ გერმანული კლუბი 5,5 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო თავად დანიელი სევილიელეთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

სკანდინავიელი „ბორუსიაში“ 2018 წლიდან თამაშობს და ყველა ტურნირში ჩატარებულ 88 მატჩში 4 გოლი გაიტანა.