„ფიორენტინამ“ ურუგვაის ნაკრების ნახევარმცველი ინათხოვრა

0
7

ურუგვაის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ლუკას ტორეირა კარიერას ფლორენციის „ფიორენტინაში“ განაგრძობს.

ლონდონის „არსენალმა“ 25 წლის ნახევარმცველი იტალიურ კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა და იჯარის ამოწურვის შემდეგ, ფლორენციელები მის გამოსყიდვას 15 მილიონ ევროდ შეძლებენ.

გასულ სეზონში ტორეირა იჯარით მადრიდის „ატლეტიკოში“ გამოდიოდა, რომლის შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 26 მატჩში ერთი გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.

„არსენალმა“ ტორეირა 2018 წელს გენუის „სამპდორიადან“ იყიდა და სამხრეთ ამერიკელმა ყველა ტურნირში ჩატარებულ 89 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო.